2018 წ.
11 მაისს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიაში
ჩატარდა ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019"-ის პრეზენტაცია. მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს,
რის შემდეგაც ჩამოყალიბდა სასკოლო გუნდი ,,ECO-R”
. არჩეულ იქნა ლიდერი მე–9 კლასის მოსწავლე ნათელა შამათავა
და ეკო–სპიკერი მე–7 კლასის მოსწავლე ანი შამათავა. შეხვედრის დასასრულს შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა
სკოლის დირექტორი ნინო ჯანჯღავა, რომლისგანაც მიიღეს დახმარების პირობა ნებისმიერ აქტივობაში.
N2
,,მინდა ვისუნთქო ჯანსაღად"
2018 წ. 17 მაისს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა–გიმნაზიამ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019"-ის ფარგლებში მოაწყო სასკოლო აქცია – ,,მინდა ვისუნთქო ჯანსაღად“. აქციაში მონაწილეობდა სასკოლო გუნდი ,,ECO-R” .
N3
სპორტული თევზაობა
N4
,,ჩვენ დავბრუნდებით"
N5
ლაშქრობა მუხურში თაიასა და ხეთას სკოლებთან ერთად
N6
აქცია - ,,იცურე მშვიდად!"
N7
,,გარემოს გულისთვის"
N8
,,როგორ მოვიდე შენთან?"
N9
,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე"
N10
გარემოს დაცვის დღე
შეესიენ ჯიბგირები
N11
ჩვენი ანი ბულაჩაურის ეკო ბანაკში
ჰიპერაქტიური ანი რეზო გეთიაშვილთან ერთად
N12
უტას ეშინია, მაგრამ არ იმჩნევს..
N16
გია თოდუასთან შეხვედრა
N16
მსოფლიო დასუფთავების დღე და სკოლა-გიმნაზიის აქცია პერფორმანსი
N21
დასუფთავების აქცია მე-8 კლასში
N22
პატარები ეკო-კლუბისთვის
N23
N24
ეკოხედვა
N2
,,მინდა ვისუნთქო ჯანსაღად"
2018 წ. 17 მაისს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა–გიმნაზიამ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019"-ის ფარგლებში მოაწყო სასკოლო აქცია – ,,მინდა ვისუნთქო ჯანსაღად“. აქციაში მონაწილეობდა სასკოლო გუნდი ,,ECO-R” .
აქტივობის მიზანი: ეკონომიკაში ერთი პიროვნების
გავლენას მეორე პიროვნების კეთილდღეობაზე გარეგანი ეფექტი ეწოდება. თუ ეს გავლენა მეორე
პიროვნების კეთილდღეობას აუარესებს, მაშინ
საქმე გვაქვს უარყოფით გარეგან ეფექტთან. უარყოფითი გარეგანი ეფექტის მაგალითია გამონაბოლქვი
ან საწარმოო ნარჩენები, რომელიც ბუნებას აბინძურებს
და მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ,,ECO-R”–მა ამ მავნებლობასთან საბრძოლველად მოაწყო ველო–აქცია. მარშრუტი: სკოლა–გიმნაზია– სოფელ
ეკის მამათა მონასტერი–სკოლა–გიმნაზია. აღნიშნული მარშრუტი შეადგენს 30 კმ–ს. ამ აქციით
გუნდმა მოუწოდა მოსახლეობას გაუფრთხილდნენ სხვების ჯანმრთლობას, მოკლე მანძილზე იმგზავრონ
ფეხით ან ველოსიპედებით და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
N3
სპორტული თევზაობა
სკოლა–გიმნაზიის გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა
ამ დღეს და მდინარე ტეხურაზე მოაწყო ,,სპორტული თევზაობა“.
ამ აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების
მე–15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების
შენარჩუნებაში.
დღის დასაწყისში მოსწავლეებმა ადგილობრივ მოსახლეობას
დაურიგეს ფლაერები, რომელშიც მოუწოდებდნენ თევზჭერისას არ ემოქმედათ უკანონოდ და გაფრთხილებოდნენ
გარემოს. შემდეგ კი მდინარის სანაპიროზე გამართეს ,,სპორტული თევზაობა“, რომელსაც აქვს
შემდეგი პრინციპი – ,,დაიჭირე და გაუშვი“.
ასევე, ,,ECO-R”–მა ჯანსაღი ცხოვრების
წესის მოწოდებით გამართა რამდენიმე სპორტული აქტივობა. მდინარემდე მისვლა კი გადაწყვიტეს
ველოსიპედებით. მისასვლელი გზა შეადგენს დაახლოებით 5 კმ–ს.
აღნიშნულ აქციაში ჩაერთო სენაკის მუნიციპალიტეტის მერია,
რომელმაც მოსწავლეები უზრუნველყო სათევზაო მოწყობილობით და საკვებით და თვითონაც მიიღო
მონაწილეობა თევზაობაში.
დღემ ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა
გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების გაფრთხილება და დაცვა.
![]() |
ემოციური მარი |
![]() |
ლიკა ღირსეულად იფერებს ნადავლს |
N4
,,ჩვენ დავბრუნდებით"
სკოლა-გიმნაზიის
გუნდმა ,,ECO-R”
,,ნიკო
კეცხოველის პრემია-2019“-ის ფარგლებში მოაწყო შეხვედრა დევნილებთან.
ამ
აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს, რაც მდგომარეობს მშვიდობიანი
და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაში მდგრადი განვითარებისათვის.
მოწვეულ სტუმრებს მოსწავლეებმა წარუდგინეს ვიდეო კლიპი,
რომელშიც ასახული იყო ომამდელი აფხაზეთის კადრები. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმ დღეების
შესახებ, რომელიც საკუთარ კერაზე გაუტარებიათ მათ. ასევე, ისაუბრეს ომზე და იმ საშინელ დღეებზე, რომლის გადატანა მოუწიათ
აფხაზეთის დატოვების შემდეგ.
ემოციურია თვითმხილველებისგან მოისმინო იმის შესახებ, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის მხოლოდ წიგნებიდან და დოკუმენტური ფილმებიდანაა ცნობილი.
რთულია შეიგრძნო აფხაზეთი მხოლოდ ამოკითხული ინფორმაციით. ალბათ საჭიროა ასეთი ცოცხალი შეხვედრები, რადგან აფხაზეთს მაშინ დავკარგავთ, როცა მასზე საუბარი შიგნით, გულის სიმს არ შეარხევს.. უნდა შევძლოთ ახალ თაობაში ამ ემოციის შენარჩუნება, რადგან თუ ემოცია დაიკარგა, მაშინ აფხაზეთიც დაკარგულია..
შეხვედრის
ბოლოს სტუმრებმა და მოსწავლეებმა წარწერები დატოვეს სურვილების პლაკატზე იმის შესახებ,
თუ რა მოლოდინი აქვთ მათ და რა სურთ მომავალში.
ჩვენ დავბრუნდებით!....
N5
ლაშქრობა მუხურში თაიასა და ხეთას სკოლებთან ერთად
სკოლა-გიმნაზიის სასკოლო გუნდმა ,,ECO-R” ხეთის საჯარო სკოლა და თაიას
საჯარო სკოლასთან ერთად ,,ნიკო კეცხოველის
პრემია-2019“-ის ფარგლებში
მოაწყო
ლაშქრობა
სოფ.
მუხურში შემდეგ მარშრუტზე: შურუბუმუს მღვიმე,
მინერალური წყალი ლუგელა, გვალაშარას ჩანჩქერი. აღნიშნული მარშრუტი დატანილია forestry.ge ტურისტული მარშრუტების რუკაზე.
მარშუტი იწყება სოფ. მუხურში, მდ. ხობისწყლის ხეობით მიემართება ტობავრჩხილის ტბისკენ, გზად გაივლის:
შურუბუმუს
მღვიმეს,
მინერალურ
წყალ
ლუგელას,
გვალაშარას
და
ღუნჯის
ჩანჩქერებს. თუმცა ღუნჯის ჩანჩქერამდე მისასვლელ გზაზე წვიმების
გამო ხიდი იყო ჩამტყდარი, რის გამოც მოლაშქრეებმა ვერ შეძლეს მისი ნახვა.
ლაშქრობის დაგეგმვაში
სამივე სკოლამ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მათ დახმარება გაუწია ზუგდიდის ეკო ჰაბმა,
სამეგრელო ზემო სვანეთის კოორდინატორმა მაია კოდუამ, რომელმაც სკოლები დააკავშირა რეინჯერებთან.
მოლაშქრეებს მუხურში მეგზურობა სწორედ ამ რეინჯერებმა გაუწიეს - ნოე ჯაფარიძე და როლანდ
ცირამუა. მათ დეტალურად აღუწერეს მოსწავლეებს ტოპონიმების მნიშვნელობა, შემდეგ კი ისაუბრეს
მუხურში გავრცელებულ მცენარეებზე და სამეურნეო დარგებზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს
კოლხურ ბზასა და ჩვეულებრივი ჯიშის წაბლს, რომელთა გამხმარი კორომები მარტივად სანხავი
იყო მოლაშქრეებისთვის. ეს მცენარეები ფაქტიურად გადშენების პირასაა. როგორც
მათ აღნიშნეს, ეს არის სოკოვანი დაავადება, რომელიც ანადგურებს ბზასა და წაბლს და რომლის
წინააღმდეგ არაერთი ღონისძიება გატარდა, მაგრამ უშედეგოდ.
ასევე, თვალშისაცემი იყო სკის სიმრავლე, რომელთა ოჯახებს
ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდნენ მოლაშქრეები. როგორც აღმოჩნდა, ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის
წყაროა ადგილობრივებისთვის.
შურუბუმის მღვიმესთან მისასვლელ გზაზე კი მოსწავლეებმა
იხილეს ხეებზე ჩამოკიდებული ქოთნები, რომლის მნიშვნელობა მათ რეინჯერებმა განუმარტეს.
ეს იყო მავნებელი მწერებისგან ხის დაცვის მექანიზმი-ხაფანგი, რომელიც იზიდავს მწერებს
და ანადგურებს.
ასევე, მოსწავლეებმა ჰერბარიუმისთვის შეაგროვს მცენარეები,
ესტუმრენენ ლუგელას ხეობას, სადაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ლუგელის წყლის
სარგებლიანობის შესახებ.
ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელეონორა ქირიამ კი
დანარჩენ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და აჩვენა, თუ როგორ იშლება კარავი.
სკოლებს შორის დამეგობრება შედგა და მომავლისთვისაც
დაიგეგმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება.
N6
აქცია - ,,იცურე მშვიდად!"
ადამიანის უფლებათა ცენტრის, ორგანიზაცია CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, 2018 წლის ზაფხულში დაიწყო კამპანია „იცურე მშვიდად“.
კამპანია მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ და მისი მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში. პრობლემას წარმოადგენს ის ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი
მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის
შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს
ტერიტორიები არა აქვთ დაცული ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი
აბრებია გაკრული. კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას
კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა
უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.
სკოლა-გიმნაზიის
გუნდი ,,ECO-R”
შეუერთდა აღნიშნულ აქციას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში.
პირველ რიგში მოსწავლეებმა დაბეჭდეს ბუკლეტები და გავიდნენ ახლოს მდებარე მდინარეებზე
- მდ. ხობისწყალი და მდ. ტეხურა. მათ მოქალაქეებს გადასცეს ეს ბუკლეტები, რათა აემაღლებინათ
მათი ცნობიერება არსებული საფრთხეებისადმი. ორივე მდინარე საკმაოდ დიდი საფრთხეების
შემცველია და სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა უბედური შემთხვევა. მომავალში გუნდის
წევრები გეგმავენ თბილისის ზღვაზე იგივე აქციის ჩატარებას და ამ შემთხვევაშიც აქცია
მიმართული იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ.
კამპანიაში
ჩართვით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-6 და მე-9 მიზანს, რაც მდგომარეობს
წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების
დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფასა და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაში.
გუნდი
,,ECO-R” იმედოვნებს, რომ მოსახლეობა უფრო
ფრთხილად მოეკიდება საკუთარ სიცოცხლეს და ხელისუფლებაც გულთან ახლოს მიიტანს იმ საფრთხეებს,
რომელიც არსებობს ზღვებსა და მდინარეებზე.
N7
,,გარემოს გულისთვის"
,,ნიკო კეცხოველის პრემია-2019“-ის
ფარგლებში სკოლა-გიმნაზია შეუერთდა კამპანიას გარემოს გულისთვის, რომელიც ხორციელდება პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II–ის ფარგლებში და ახორციელებს CENN,
USAID-ს მხარდაჭერით.
კამპანიის ფარგლებში სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა
სკოლა-გიმნაზიამ მზრუნველობის ქვეშ აიყვანა შხეფის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ხეების დარგვას, ტერიტორიაზე სისუფთავის მონიტორინგსა და დაბინძურების პრევენციის მიზნით საინფორმაციო ბანერის განთავსებას.
18 აგვისტოს განხორციელდა დასუფთავების აქცია, რომელშიც სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რეგიონულმა კოორდინატორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში - მაია კოდუამ და მოსწავლეებმა სამეგრელოს სხვადასხვა სკოლებიდან-კირცხის საჯარო
სკოლა, ზუგდიდის N10 საჯარო სკოლა, ხეთის საჯარო სკოლა, სენაკის N1 საჯარო სკოლა, აფხაზეთის
N14 საჯარო სკოლა, ხამისქურის საჯარო სკოლა, ახალკახათის საჯარო სკოლა. ასევე, ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე დღის
წინ, შხეფის ციხესთან განთავსდა საიფორმაციო ბანერი
ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერით. დასუფთავებისთვის კი მოსწავლეებს აღნიშნული კომპანიისგან
საჩუქრად გადაეცათ მაისურები და დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
აქციის მთავარი გზავნილი - გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა
გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა.
კამპანიაში ჩართვით სკოლა-გიმნაზია გამოეხმაურა მდგრადი
განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა
და მდგრად გამოყენებაში, ტყეების გონივრული
მართვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.
დღეიდან სკოლა-გიმნაზია იზრუნებს შხეფის ციხის ტერიტორიაზე
და გეგმავს წლის განმავლობაში მრავალი აქციის განხორციელებას - ხშირი დასუფთავება საყოფაცხოვრებო
ნარჩენებისგან, ხეების დარგვა და ა.შ.
N8
,,როგორ მოვიდე შენთან?"
სკოლა-გიმნაზიის
გუნდმა ,,ECO-R” მოაწყო აქცია -
,,როგორ მოვიდე შენთან“.
აქციაში
,,ECO-R”-თან ერთად მონაწილეობა
მიიღო სენაკის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მამაუკა კუჭავას ხელმძღვანელობით.
პრობლემის
დანახვა საკმაოდ მარტივია ქალაქში. თითქმის არც ერთ საჯარო თუ კერძო დაწესებულებას
არ აქვს პანდუსი, რაც პრობლემას უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებაში.
აქციის მიზანიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება იყო. მოსწავლეებმა ყველა დაწესებულების
წინ გამოაკრეს სტიკერები წარწერით - ,,როგორ
მოვიდე შენთან“ და ,,იცოდე შენი ადგილი“. მეორე სტიკერი დამზადდა მანქანების სადგომებისთვის,
რადგან სადგომზე უნდა იყოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომლითაც ისარგებლებენ შშმ
პირები. სამწუხაროდ სულ რამდენიმე ადგილი იპოვეს მოსწავლეებმა მსგავსი მანიშნებლებით,
თუმცა ისიც დაკავებული იყო ავტომობილებით.
აქციაში,
აღნიშნულ სკოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სენაკში არსებულმა ,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის
ცენტრ - ლაზარე 2015“-ის აღასაზრდელებმა.
ამ
აქტივობით სკოლა-გიმნაზია გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-9 მიზანს, რაც მდგომარეობს მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაში, ინკლუზიური და
განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების
ხელშეწყობაში.
,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე"
გუნდი
,,ECO-R” აქტივობების დაგეგმვისას, ცდილობს
ამა თუ იმ აქციით მოიცვას მდგრადი განვითარების მიზნები და ეტაპობრივად შეეხოს ჩვიდმეტივე
მიზანს.
პრობლემა,
რომელსაც სიღარიბე ჰქვია, საკმაოდ ხშირია. გმირობის ტოლფასია, სიღარიბის მიუხედავად, გყავდეს მრავალი შვილი. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად
სჭირდება მრავალშვილიანი ოჯახები, ამიტომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია პატივი სცეს
და
გვერდში დაუდგეს მათ ისე, როგორც ეს შესაძლებელია.
სკოლა-გიმნაზიამ
შეარჩია რამდენიმე მრავალშვილიანი ხელმოკლე ოჯახი და გადაწყვიტა დახმარება ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ნივთებით.
გუნდის
წევრები ესტუმრნენ ქალაქ სენაკში არსებულ ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას და შესთავაზეს
ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა. შეთავაზებულ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა
რამდენიმე ორგანიზაცია და მოსწავლეებს აღუთქვა დახმარება ფინანსური კუთხით. მათთან,
ამავე დროს, გაფორმადა მემორანდუმი, რომელშიც საუბარია მსაგავს საქმეებში მრავალჯერად
დახმარებაზე.
მიღებული
თანხით ,,ECO-R”- მა შეიძინა სასკოლო ნივთები და
დღეს, 12 სექტემბერს სკოლა-გიმნაზიის შენობაში მოხდა საჩუქრების გადაცემა.
ამ
საქმეში თანამონაწილეობისთვის გუნდი მადლობას უხდის სუპერმარკეტებს - ,,ვერსალი“ და
,,პლანეტა“ და საქართველოს ბანკი.
მოცემული
აქციით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების პირველ და მე-4 მიზანს, რაც მდგომარეობს
სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრასა და თანასწორი
განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაში ყველასათვის.
ერთად
და უწყვეტად ვაკეთოთ კეთილი საქმე.
N10
გარემოს დაცვის დღე
5 ივნისს მსოფლიოში
აღინიშნება გარემოს დაცვის დღე. გუნდი ,,ECO-R”
შეუერთდა ამ დღეს და სენაკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩაზე მოაწყო აქცია-დასუფთავება.
აქციის
მზადების პროცესში გუნდის წევრებმა ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინეს არხი, რომელიც ძალიან
იყო დაბინძურებული და პრობლემას უქმნიდა ადგილობრივებს. მათი თხოვნით ,,ECO-R”-ი დაუკავშირდა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას და გააცნო აღნიშნული პრობლემა, რის შემდეგაც მიიღო
პირობა, რომ ამ ქუჩას უზრუნველყოფდნენ ნაგვის ურნით. პირობა შესრულდა სწორედ გარემოს
დაცვის დღეს და მერიის წარმომადგენელმა, გარემოსდაცვით ეკოლოგიურ ასოციაცია ,,დეა“
და ,,ECO-R”-თან ერთად მონაწილეობა მიიღო დასუფთავებაში. ქუჩაში დაიდგა
ნაგვის ურნა და დღის ბოლოს, ფერადი ცარცებით
ერთად მოხატეს ქუჩაზე არსებული კედელი.
ასევე, გუნდის წევრებმა
დაამზადეს მწვანე ბუკლეტები, რომელიც დარიგდა ქუჩებში. ბუკლეტებში აღწერილი იყო ამ
დღის მნიშვნელობის შესახებ, თუ რა საფერთხე შიძლება შეუქმნას დედამისწას გარემოს გაუფრთხილებლობამ.
ამ აქციით ,,ECO-R”-ი გამოეხმაურა
მდგრადი განვითარების მე-11 მიზანს, რომელიც მდგომარეობს ქალაქებისა და დასახლებების
მდგრად განვითარებაში.
შეესიენ ჯიბგირები
N11
ჩვენი ანი ბულაჩაურის ეკო ბანაკში
,,ნიკო კეცხოველის
პრემია 2019’’-ში მონაწილე სკოლებს შორის სკოლა-გიმნაზია გამოირჩევა აქტიურობით.
აქტიურობის ჯილდოდ
კი შეიძლება ჩაითვალოს სკოლის ეკო კლუბ - ,,ECO-R”-ის მონაწილის ანა შამთავას გამგზავრება ბულაჩაურის მწვანე
ცენტრში.
ბანაკიდან დაბრუნებული
ანა გვიყვება: ,,როცა შევიტყვე ამ გადაწყვეტილების შესახებ ძალიან გამიხარდა და მიზნად
დავისახე ღირსეულად წარმედგინა ჩემი სკოლა, რათა გადამეხადა მადლობა ჩემი კანდიდატურის
შერჩევისათვის. ’’
რაც შეეხება ბანაკში
არსებულ აქტივობებს, ანას თქმით, მათგან გამოირჩეოდა: ბატონი რეზო გეთიაშვილის ტრენინგი,
რომელიც უშუალოდ ეკოლიგიურ საფრთხეებს შეეხებოდა, ასევე აღნიშვნის ღირსია ბატონი სოლომონ
პავლიაშვილისა და თორნიკე კვერენჩხილაძის ტრენინგები და ქალბატონი ინა ჟირარის ტრენინგი, გენდერული თანასწორობის
შესახებ.
ყველა აქტივობა ძირითადად ემსახურებოდა მდგრადი განვითარების
მიზნებს, რომელიც 2015 წელს გაეროს 193 წევრ
ქვეყანას შორის დაიდო. ტრენინგებს შორის მონაწილეებს ჰქონდათ პრაქტიკული
სამუშოები შეძენილი ცოდნის წარმოსაჩენად.
ბოლო
დღეს ჩატარდა პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით. ხელმძღვანელებმა
მოსწავლეები დაყვეს კუთხეების მიხედვით (თითო კუთხიდან თითო ჯგუფს
პრეზენტაცია უნდა ჩაეტარებინა) თუ რა აქტივობებს დაგეგმავდნენ ბანაკში მიღებულ ცოდნაზე
დაყრდნობით. აღნიშნული აქტივობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ანასთვის, რადგან
გამორჩეულად უყვარს ჯგუფური მუშაობა და როგორც თვითონ გვიყვება, კიდევ უფრო გაითავისა
ჯგუფური მუშაობის პრინციპები - ,,ბანაკში დაგროვილი გამოცდილების შედეგად საკუთარ თავში
აღმოვაჩინე უამრავი ახალი პოტენციალი, ასევე გავაუმჯობესე საჯაროდ გამოსვლისა და პრეზენტაციის
უნარი. ეს იყო ჩემი პირველი ბანაკი, რომელმაც
დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ’’
იმედია სკოლა-გიმნაზია
მომავალშიც შეძლებს ეკო ბანაკში მონაწილეობას. ეს არის ბანაკი, სადაც მოსწავლეებს საშუალება
ეძლევათ გაიუმჯობესონ ან საკუთარ თავში აღმოაჩინონ მრავალი უნარ-ჩვევა.
ჰიპერაქტიური ანი რეზო გეთიაშვილთან ერთად
N12
სისხლის დონორთა დღე
14 ივნისს სისხლის დონორთა მსოფლიო დღე აღინიშნება. გუნდ ,,ECO-R”-ს არც ეს დღე დარჩენია ყურადღების მიღმა და ,,ნიკო კეცხოველის პრემია–2019"–ის ფარგლებში დაიგეგმა აქცია -- ,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
ამ აქციით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს, რომელიც მდგომარეობს ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფაში ყველა ასაკის ადამიანისათვის.
აქცია დაიწყო ბუკლეტების გავრცელებით, რომელშიც იყო მოწოდება, ჩაებარებინათ სისხლი. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ აქტივობას, რის შემდეგაც სკოლა-გიმნაზია შეუთანხმდა თბილისის ეროვნული სისხლის ბანკს და მათი წარმომადგენლები 16 ივნისს ეწვივნენ სკოლას.
დონორები იყვნენ სკოლის მოსწვლეთა მშობლები, მასწავლებლები, ქალაქის სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები. საკმაოდ მრავლად იყო წარმოდგენილი ქალაქის მერია, რომელმაც გარდა სისხლის გაღებისა, დონორები უზრუნველყო ნატურალური წვენებით.
გუნდ ,,ECO-R”-ის მოსწავლეები ორგანიზებას უწევდნენ აქციას.
ამ აქციით მათ გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და რამდენად დიდი ბედნიერებაა იყო ამ სიცოცხლის გადარჩენის თანაზიარი.
უტას ეშინია, მაგრამ არ იმჩნევს..
ჩვენი მხიარული დათო
N13
,,ჭკვიანი ხელები" - მეორადი ნივთების გამოფენა
,,ნიკო
კეცხოველის პრემია - 2019“-ის ფარგლებში სკოლა-გიმნაზიაში გუნდ ..ECO-R”
-ის ინიციატივით ჩატარდა აქვია ,,ჭკვიანი ხელები“.
აქციაში ჩაერთვნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
მათ გამოყენებული ნივთებისგან დაამზადეს ახალი
ნივთები და მოაწყვეს გამოფენა. მონაწილეებს გადაეცათ მწვანე სიგელები და გინმაზიის მე-9 კლასის მოსწავლის - მარიამ მეფიშვილის
მიერ დამზადებული მწვანე სამაჯურები.
N14
,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი-ლაზარე-2015“ის დაბადების დღე
სენაკში
მდებარეობს ,,განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი-ლაზარე-2015“, რომელშიც
15 ბავშვი ირიცხება. მათი მდგომარეობა ყველასთვის მტკივნეულია, ასევე, სკოლა-გიმნაზიისთვისაც,
რომელიც მუდმივად ცდილობს მათ გახალისებას და მაქსიმალურად რთავს სასკოლო ღონისძიებებში.
1-ლი
აგვისტო დღის ცენტრის დაბადების დღეა. სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ,,ECO-R” გადაწყვიტა გაელამაზებინა
მათთვის ეს დღე და წვეოდა პატარებს. თუმცა მანამდე, ორი დღით ადრე გუნდის წევრებმა
დაბეჭდეს ფლაერები, რომელიც დაურიგდათ სენაკში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა თუ მსხვილ
ორგანიზაციებს. ამით მოსწავლეებმა ამცნეს საზოგადოებას ,,ლაზარე-2015“-ის დაბადების
დღის შესახებ და მოუწოდეს გაეხარებინათ დღის ცენტრის ბავშვები სტუმრობითა და საჩუქრებით.
პირველ
აგვისტოს კი შედგა სტუმრობა. გიმნაზიელების მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია და შედეგი
გამოიღო.
ამ
აქტივობით გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს, რომელიც მდგომარეობს
ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის
შექმნაში ყველასათვის.
ამ
ბავშვებთან ურთიერთობა სკოლა-გიმნაზიელებისთვის უკვე ჩვეული ფაქტია. ნებისმიერი ღონისძიების
დაგეგმვისას ცდილობენ მოუნახონ მათ ადგილი და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად
აგრძნობინონ. ეს კი დღის ცენტრთან ხშირი კომუნიკაციის შედეგია, რომელიც მომავალშიც
უწყვეტად გაგრძელდება.
N15
,,მოწევა
კლავს!!!“
31 მაისს
აღინიშნება თამბაქოს საწინააღმდეგო ,,მსოფლიო დღე თამბაქოს წინააღმდეგ“.
სკოლა-გიმნაზიის გუნდი ..ECO-R” შეუერთდა
ამ დღეს აქციით ,,მოწევა კლავს!!!“
ამ პროექტით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი
განვითარების მე-3 მიზანს, რაც მდგომარეობს ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში
ყველა ასაკის ადამიანისთვის.
მოსწავლეებმა დაამზადეს თამბაქოს საწინააღმდეგო
პოსტერები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს ცოცხალი ჯაჭვი. შემდეგ კი ჩაატრეს
პრეზენტაცია, რომელზეც განიხილეს თამბაქოს მავნებლობა და მისი შედეგები. ასევე, ჰქონდათ
ვიდეო-ჩვენება. ვიდეოში ნაჩვენები იყო მათ მიერ მომზადებული გამოკითხვა თამბაქოს მავნებლობის
შესახებ. გამოკითხვის ერთი ნაწილი ჩაწერილი იყო სენაკის ქუჩებში, ხოლო მეორე ნაწილი
ყაზბეგში, სადაც ორი დღის წინ იყვნენ მიწვეული სტუმრად ჩვენი სკოლის ის მოსწავლეები,
რომლებმაც გაიმარჯვეს ინოვაციების კონკურსში და მიიღეს საგზური NASA-ში.
ვიდეო ჩვენების შემდეგ მოეწყო განხილვა მოსმენილი
პასუხების ირგვლივ.
დღის ბოლოს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოწოდებით,
სკოლა-გიმნაზიის გუნდი შეხვდა მეგობარი სკოლის გუნდს და გაიმართა საკალათბურთო მატჩი.
N16
გია თოდუასთან შეხვედრა
არდადეგები სრულდება და
გუნდი ,,ECO-R” იწყებს აქტივობების განხორციელებას.
31 აგვისტოს სკოლა-გიმნაზიას
ესტუმრა საქართველოს გ. ჩიტაიას
სახელობის
ეთნოგრაფიული
მუზეუმის
ეკოლოგიური
განათლების
კოორდინატორი
-- გია თოდუა.
შეხვედრაზე, ეკო კლუბთან ერთად განიხილეს სამომავლო
გეგმები, რომელთა შორის განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებულ
პრობლემებს. ბატონმა გიამ ვრცლად ისაუბრა ისეთ გლობალურ პრობლემაზე, როგორიცაა გარემოს
დაბინძურება. მისი თქმით გარემოზე ზრუნვა თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიწყოს საკუთარი
ეზოდან, ქუჩიდან და თუ ყველა სიფრთხილით მოექცევა გარემოს, პრობლემა გლობალურიც აღარ
იქნება. თუმცა, სამწუხაროდ ამის მიზეზი არის ის, რომ სოციუმის ცნობიერება აღნიშნული
საკითხისადმი ძალიან დაბალია. მან ურჩია მოსწავლეებს დაეგეგმათ ისეთი აქტივობები, რომელიც
მიმართული იქნება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ. საუბარი მიმდინარეობდა ინტერაქტიულ
რეჟიმში და კლუბის წევრებმა სტუმართან ერთად შეადგინეს სქემა, თუ რა გზით შეიძლება
გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა. დაისვა უამრავი კითხვა მოსწავლეების მხრიდან და 16 სექტემბრისთვის,
როდესაც აღინიშნება მსოფლიო დასუფთავების დღე, დაიგეგმა ძალიან საინტერესო აქცია, რომლის
განხორციელება ბატონმა გიამ მიანდო კლუბის წევრებს.
შემდეგ კი სტუმარმა მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური
ფილმი ,,ნაგავსაყრელი“, რომელშიც მოთხრობილია სიმართლე იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის
ჩვენს ჯანმრთელობას ნაგავსაყრელები. ფილმის დასრულების შემდეგ მოხდა პრობლემის განხილვა.
აღნიშნული ლექციით ეკო კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების
მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში.
N16
მსოფლიო დასუფთავების დღე და სკოლა-გიმნაზიის აქცია პერფორმანსი
15
სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღე აღინიშნება.
რათქმაუნდა
სკოლა-გიმნაზიაც შეუერთდა ამ აქციას და მოაწყო მასშტაბური დასუფთავება. აქციის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და
სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ
კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა იყო.
ამ კეთილ საქმეს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან და
მასწავლებლებთან ერთად, შემოუერთდნენ სკოლა-გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვები დევნილთა დასახლებიდან.
აქტივობები
რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა. გადაწყდა მოეწყოთ აქცია პერფორმანსით. დასუფთავებისას
მოსწავლეები თუნუქისა და პლასტმასის ქილებს და პოლიეთილენის პარკებს კინძავდნენ თოკზე, რომლისგანაც გამოწვეული ხმაურის
თანხლებით გადაადგილდებოდნენ ქალაქის ქუჩებში.
დასუფთავდა
ქალაქის რამდენიმე ადგილი. აქცია დაიწყო სკოლა-გიმნაზიის შვილობილი ტერიტორიიდან -
შხეფის ციხიდან. შემდეგ გადმოინაცვლეს უშუალოდ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდეგაც
დასუფთავება გაგრძელდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. გადაადგილებისას მონაწილეებს ჰქონდათ
ტრანსფარანტები, რომლებზეც იყო მოწოდება მოქალაქეებისადმი, დაეცვათ გარემო.
დღე
საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.
ამ
აქციით გუნდი ,,ECO-R” გამოეხმაურა მდგრადი
განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში.
N17 ,,არა პოლიეთილენს"
სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი
უერთდება აქციას და უარს ამბობს პოლიეთილენის პარკების
გამოყენებაზე.
აქცია ეკოკლუბელებმა დაგეგმეს შემდეგი სახით: სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს
დაევალათ შეეგროვებინათ გამოუსადეგარი ტანსაცმელი, რომლისგანაც ჩანთის შეკერვა იქნებოდა
შესაძლებელი. შეგროვებული ნაჭრებისგან ერთი თვის განმავლობაში, ხელმძღვანელთან ერთად,
თვითონვე კერავდნენ ჩანთებს. ხოლო დღეს მათი ნამუშევარი დარიგდა საჩუქრად სკოლის მასწავლებლებში.
დღევანდელი დღის სლოგანი იყო - ,,უარი პოლიეთილენის პარკებს“.
ჩანთის გადაცემამდე ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას მასწავლებლებს, თუ რა
ზიანი მოაქვს პოლიეთილენს. უხსნიდნენ, რომ
"პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე არ ექვემდებარება
ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. პლასტიკის პარკები,
ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს
გარემოს დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები
მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის
ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება".
აქტივობის მიზანი იყო გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული
მავნე ზემოქმედების შემცირება. ხოლო
მდგრადი განვითარების მიზნებიდან მიუსადაგეს მე-12 მიზანი, რაც მდგომარეობს მდგრად
მოხმარებასა და წარმოებაში.
N18
ეგრისობა ,,ლაზარე-2015"-ის აღსაზრდელებთან ერთად
21 ოქტომბერს სენაკში ,,ეგრისობის’’ სახალხო დღესასწაული აღინიშნა, რომელიც სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საზეიმო მსვლელობით დაიწყო. მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების წევრებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა მიიღეს. შემდეგ კი მსვლელობამ
სოფელ ნოქალაქევში გადაინაცვლა, სადაც ,,ლაზარე-2015“-ის დღის ცენტრის ბავშვებს კუთხე
ჰქონდათ გამოყოფილი საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გმოსაფენად და გასაყიდად.
მათ
ნივთების დამზადებაში სკოლა გიმნაზიის ეკო კლუბელები დაეხმარნენ და გამოფენაზე დღის
ცენტრმა სწორედ მათ სთხოვა გაყოლა და გამოფენის მოწყობაში წვლილის შეტანა.
დიდი
სიყვარული იგრძნობა მათგან, რადგან გიმნაზიელებს ძალიან შეეჩვივნენ და თითქმის არცერთი
მათ მიერ დაგეგმილი აქტივობა ,,ECO-R”-ის გარეშე არ ხორციელდება.
ეგრისობამ
საინტერესოდ ჩაიარა და დღის ცენტრის მიერ მოწყობილმა კუთხემ დიდი ინტერესი გამოიწვია.
N19
ინტელექტუალური სეჯიბრი მასწავლებლებსა და მოსწავლეებშ შორის
სკოლა-გიმნაზიაში
,,კეცხოველის პრემია-2019“-ის მხარდასაჭერად ჩატარადა ,,ბრეინ-რინგი“ მასწავლებლებსა
და მოსწავლეებს შორის. შეიძლება ითქვას, ამ თამაშის ორგანიზებაში თითქმის მთელი სკოლა
იყო ჩართული. მოსწავლეთა და მასწავლებელთა გუნდები, ჟიურის წევრები და წამყვანი ,,ბატონი
ხმა“, თვითონ ეკო კლუბელებმა შეარჩიეს. კითხვებიც ,,ECO-R”-ის მიერ იყო მომზადებული და რათქმაუნდა სჭარბობდა ეკოლოგიური
მიმართულება.
თამაშისთვის
მზადება დიდი ხანია გუნდებმა დაიწყეს. მათ კლუბის წევრებმა მიაწოდეს ლიტერატურა, საიდანაც
იქნებოდა კითხვების უმეტესობა დასმული. ეს მონაწილე მოსწავლეებისთვის ძალიან ნაყოფიერი
სამზადისი იყო, რადგან მათ უამრავი ინფორმაცია მიიღეს ბიომრავლფეროვნების შეასხებ.
თამაში
საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ მასწავლებლებმა მაინც არ დაუთმეს მოსწავლეებს და გაიმარჯვეს,
მაგრამ ეს დღე ალბათ ორივე მხარისთვის დაუვიწყარი იქნება. გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად
გადაეცა ცხოველების ენციკლოპედია, რომელმაც მათივე გადაწყვეტილებით სკოლის ბიბლიოთეკაში
დაიდო ბინა.
ამ
აქტივობით ეკო კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს, რაც მდგომარეობს
თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაში ყველასათვის.
N20
კალათბურთი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის
2018 წლის 31
ოქტომბერს სკოლა გიმნაზიაში ,,კეცხოველის პრემია 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი
კალათბურთში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ეს იდეა გაუჩნდა ეკო კლუბ ,,ECO-R”-ს, რაშიც მხარი აუბეს
მასწავლებლებმა და თამაშიც შედგა.
ძალიან
სახალისო და საინტერესო იყო მატჩი. გუნდების მწვრთნელები იყვნენ ეკო კლუბის მოსწავლეები.
ეს თამაში იყო მოწოდება იცხოვრონ სპორტული ცხოვრებით და ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ამ
აქციით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს, რაც მდგომარეობს ჯანსაღი
ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფაში ყველა ასაკის ადამიანისათვის.
სამომავლოდ
აქცია გაგრძელდება და დაიგეგმა საკალათბურთო მატჩი, ამჯერად ვაჟებს შორის.
N21
დასუფთავების აქცია მე-8 კლასში
წმინდა
ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციად იქცა დასუფთავების
აქციის მოწყობა. უკვე თავად მოსწავლეები გამოდიან ინიციატივით და გეგმავენ გასვლებს
დასუფთავების მიზნით.
2018 წლის 1 ნოემბერს ეკო კლუბს მხარდაჭერა გამოუცხადა მე-8 გ კლასმა და მოეწყო სკოლის ახლომდებარე
უბნის დასუფთავება. მოსწავლეებმა იხილეს არხები, რომელიც საშინლადაა დაბინძურებული,
მაგრმ ჩასვლა რთულია. სამწუხაროა, რომ მოსახლეობა არ ერიდება ასეთი არხების დაბინძურებას.
უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ნაგვის ურნები დგას მოშორებით მაგრამ ადგილობრივები
მანძილის გავლას ნაგავის ახლომდებარე არხში
ჩაყრას ამჯობინებენ.
ისინი
გულისტკივილით აღნიშნავდნენ დღეს იმას, თუ როგორი გულგრილია საზოგადოება ეკო სისტემის
მიმართ. მსგავსი აქციებით, იმედია მოზარდებს მაინც განუვითარდებათ გარემოსადმი ზრუნვის
უნარი.
ამ
აქტივობით ეკო კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს
დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.
N22
პატარები ეკო-კლუბისთვის
წმინდა
ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა გიმნაზიაში სწავლობ ორი სსსმ მოსწავლე
- ილია საჯაია და სანდრო კირკიტაძე. ისინი ეკო კლუბის საქმიანობებში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად ,,ECO-R”-მა მათ შესთავაზა
,,კეცხოველის პრემია 2019“-სთვის მოემზადებინათ ხელნაკეთი ნივთები. სანდრო და ილია
გამოირჩევიან ხელსაქმით და ეს შეთავაზება მათთვის გასახარი იყო.
თავად
მოიფიქრეს რომ შექმნიდნენ საკალმეებს და აქსესუარების ჩასაწყობებს ისეთი ნივთებისგან,
რომელსაც პირველადი მოხმარების ფუნქცია დაკარგული ქონდათ. კერძოდ, აირჩიეს ქილები,
რომელიც შემდეგ მათივე გემოვნებით გააფორმეს. ისინი ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ
და ბოლოს შედეგი ეკო კლუბელებისთვის გასაოცარი იყო. ამ ნივთებს ისინი აუცილებლად გამოიყენებენ
იმ დანიშნულებით, რომელიც მას ილია და სანდრომ მიანიჭეს.
ამ
აქტივობით ეკო კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს, რაც მდგომარეობს
ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის
შექმნაში ყველასათვის.
N23
დასუფთავების აქცია რაჭაში
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური
სკოლა-გიმნაზიის მერვე კლასელები ეკო კლუბელებთან ერთად შაბათს, 3 ნოემბერს გაემგზავრნენ
რაჭაში ექსკურსიით. მათ ,,კეცხოველის პრემია-2019“-ისთვის დაგეგმილი ქონდათ რამდენიმე
აქტივობა, რომელთა შორის ერთ-ერთი, რათქმაუნდა, დასუფთავება იყო. ამისთვის სათანადოდ
მოემზადნენ საჭირო აღჭურვილობით: ხელთათმანებით, ნიღბებითა და პარკებით.
რაც იქ იხილეს, მოლოდინს გადააჭარბა, რადგან საშინელი
დაბინძურებული იყო გარემო, განსაკუთრებით ტყის მიდამოები, სადაც ალბათ სხვა ექსკურსიანტებიც
საპიკნიკოდ სხდებოდნენ. განსკუთრებით სავალალო მდგომარეობა იყო სიყვარულის ჩანჩქერის
მიდეამოებში. ეს ულამაზესი ადგილი ნარჩენებით იყო დაფარული. მოსწავლეები ემოციებს ვერ
მალავდნენ ამ გულგრილობის გამო. ამდენი ნაგავი მათთვის მოულოდნელი იყო. არ ეყოთ პარკები
რაც მიჰქონდათ და ეგონათ არ დასჭირდებოდათ.
ასეთი აქციების მიზანიც სწორედ ეს არის- ახალ თაობაში
მაინც აღმოიფხვრას ის გულგრილი დამოკიდებულება ბუნებისადმი, რომელიც ასე ბუნებრივია
დღევანდელი ყოფისთვის.
ამ აქციით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების
მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში.
N24
ეკოხედვა
წმინდა
ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო
პრემია-2019“-ის ფარგლებში ჩატარდა ფოტო კონკურსი ,,ეკო-ხედვა“. გუნდ ,,ECO-R“-ის წევრებს დაევალათ
გადაეღოთ ბუნების პეიზაჟი, ცხოველების ან ფრინველების ამსახველი ორიგინალური ფოტოები და მიეწოდებინათ
ეკო კლუბის ხელმძღვანელისთვის.
კონკურსს
ჰყავდა ჟიური, რომელმაც შეაფასა ფოტოები. შეფასების კრიტერიუმებში უმთავრესი იყო ორიგინალურობა
და ესთეტიკა. ეკო კლუბელებმა ჟიურის წარუდგინა დაახლოებით 100 ფოტო, რომელტაგან შეირჩა
20 საუკეთესო. გამარჯვებული ფოტოების ავტორები არიან: ანა კალანდარიშვილი, მარიამ ბახტაძე,
დეა ჩიტაია, გვანცა ჩიქოვანი და ლიკა კოკაია.
სკოლა-გიმნაზიაში
კეთდება სპეციალური კუთხე, რომელზეც განთავსებული
იქნება ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ აქტივობები და სწორედ ამ კუთხეში გამარჯვებული
ფოტოები დაიკავებს საპატიო ადგილს.
ამ
აქტივობით გუნდი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის
ეკოსისტემების დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.
No comments:
Post a Comment