ჩემს შესახებ










მე გახლავართ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი ნათია (ნათელა) დავითაია. ჩემი პედაგოგიური კარიერა დაიწყო  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2000 წელს, სენაკის რაიონის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლაში. ეს იყო დრო, როდესაც ამ პროფესიაში დამკვიდრება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. არ არსებობდა მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი არანაირი კრიტერიუმი. ყველა მასწავლებელს პრეტენზია ჰქონდა მაქსიმალური დატვირთვა ჰქონოდა და ახალბედებს არც თუ ისე სწყალობდნენ. წლები ვიმუშავე, როგორც რელიგიის მასწავლებელმა და მხოლოდ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ შევძელი ისტორიის მასწავლებლობა. ამასობაში  შევიცვალე სკოლა და მუშაობა დავიწყე  სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში. შეიძლება ითქვას, სწორედ აქედან,  ანუ 2013 წლიდან იწყება ჩემიროგორც ისტორიის მასწავლებლის პედაგოგიური მოღვაწეობა.    
ახალ თაობას უყვარს სიახლეები და  მრავალფეროვნებამე მომწონს ახალი თაობა და ვცდილობ, სასიამოვნო და თემატიკასთან მისადაგებულ, არაფორმალურ გარემოში ვასწავლო, რათა სასწავლო პროცესი  გავხადო მათთვის მისაღებიშევცვალო მიდგომები, გამოვიწვიო ინტერესი თემის ირგვლივ და შევქმნა პროექტები.
მოსწავლეებისთვის ალბათ გულისგამაწვრილებელიც კი ვარ, რადგან უამრავი დავალების შესრულება უწევთ, მაგრამ სტიმულს მაძლევს ის, რომ მათ თავლებში სიყვარულია საქმისადმი და ჩემდამი. ამიტომ არ ვაპირებ ,,მათი ყოფის შემსუბუქებას" და ერთად გავაგრძელებთ საქმის კეთებას.

No comments:

Post a Comment